თეგებით ძიება

2024 წელს მშპ 9.4%-ით გაიზარდა - როგორია მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91.891 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.2 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.9 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.0 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაცია (6.4 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), განათლება (5.7 პროცენტი), საფინანსოდა სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი).

2024 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (24.3 პროცენტი), განათლება (29.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (17.9 პროცენტი), მშენებლობა (14.2 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.9 პროცენტი).

ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა მიმდინარე ფასებში.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა