თეგებით ძიება

"მიმდინარე პერიოდში, გარდა პოლიტიკური ფონისა, არც კურსია საგანგაშოდ და არც ბაზარს აქვს უარყოფითი ნიშნები" - ბესო ორთოიძე

სამშენებლო სექტორში თებერვლიდან მოთხოვნა გააქტიურდა“ - აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განუცხადა და მოთხოვნის ზრდის მიზეზებიც განმარტა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დეკემბერსა და იანვარში სამშენებლო სექტორში გაყიდვები შემცირებული იყოს. ამის მიზეზად დარგის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უარყოფითი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეები თავს იკავებდნენ ქონების ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან.

ორთოიძე აღნიშნავს, თებერვლიდან სამშენებლო სექტორში მოთხოვნის გააქტიურება შესაძლოა, ორი თვის განმავლობაში დაგროვებული მოთხოვნის შედეგი იყოს.

„გასული წლის ბოლოდან ქვეყანაში დაწყებულმა პროცესებმა გააჩინა უარყოფითი მოლოდინები. ბიზნესს, განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორს, სჭირდება სტაბილური გარემო და ეს რყევები უარყოფითად აისახება დარგზე. პირველ ეტაპზე მიმდინარე მოვლენებმა იმოქმედა მოლოდინებზე და დეკემბერში ტრანზაქციებსაც შეეტყო ეს - ყველაზე აქტიური თვე ყველაზე პასიური გამოდგა.

თებერვლიდან გააქტიურებულია მოთხოვნა და გრძელდება მარტშიც. ნიშნები, რაც გვქონდა დეკემბერში, თითქოს ბაზარზე გაქრა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოლოდინები კომპანიებში დარჩენილია, რადგან სტაბილურობის გაცდა არ არსებობს, დიდი კითხვებია ქვეყანაში და საბანკო სექტორშიც იგივე შეიმჩნევა“, - ამბობს „არსის“ დირექტორი.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, მოთხოვნის გააქტიურება შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ მოქალაქეები უძრავ ქონებას უფრო სტაბილურად აღიქვამენ, ვიდრე ნაღდ ფულს ბანკებში.

„თებერვლიდან ეს პროცესები არ ეტყობა გაყიდვებს, ეს შესაძლოა, იყოს გადავადებული მოთხოვნის გამო, რაც ზოგადად უძრავი ქონების სექტორს ახასიათებს. კერძოდ, როცა რაღაც ხდება, ადამიანები უძრავი ქონების შეძენას გადაავადებენ ხოლმე. შესაძლოა, წლის ბოლოს დაგროვილი და გადავადებული მოთხოვნის შედეგი იყო განხორციელებული გაყიდვები. ადამიანებს შესაძლოა, უფრო მყარი ნდობა აქვთ უძრავი ქონების, როგორც აქტივის მიმართ. ჩემი დაკვირვებით ადამიანები მეტად ენდობიან უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებას, ვიდრე ქეშის სახით ბანკში დანაზოგის შენახვას.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, რამდენიმე თვის შედეგი არ არის დასკვნების გამოტანისთვის საკმარისი, როცა არასტაბილური გარემო და რყევები გვაქვს. როცა რაღაც ხდება, მეტი დროა საჭირო რომ შედეგები დავინახოთ, თუმცა უნდა ითქვას რომ მიმდინარე პერიოდში, გარდა პოლიტიკური ფონისა, არც კურსია საგანგაშოდ და არც ბაზარს აქვს უარყოფითი ნიშნები“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა