სად მდებარეობს სახლი, რომელმაც ერთდროულად, ყველაზე ლამაზი და ყველაზე მახინჯი შენობის ჯილდო მიიღო?
2013 წელს შვედეთის ქალაქ ერნშიოლდსვიკში ძველი სასამართლოს ნაცრისფერი შენობის ფონზე ნათელი და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი - Ting1 აიგო, რომელმაც მოსახლეობაში როგორც აღტაცება, ისე კრიტიკა გამოიწვია.
შენობა ყურადღებას ხასხასა ფერებითა და გამორჩეული არქიტექტურით იპყრობს. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახალი შენობა ძველი ნაგებობის სახურავზე დგას, თუმცა ასე არ არის.
შენობის პროექტი ცნობილმა შვედმა არქიტექტორმა გიორტ ვინგორდმა შეიმუშავა. Ting1-ს 11 სართული და 78 მინის აივანი აქვს, საიდანაც შესანიშნავი პეიზაჟი იშლება.
Ting1-ს ადგილობრივებმა ბევრი მეტსახელი, მათ შორის „LEGO სახლი“ და „კორონავირუსი“ შეარქვეს. სახლმა მოსახლეობაში წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია: 2014 წელს შვედეთში „წლის შენობის“ კონკურსის ფინალში გავიდა და პრესტიჟული ჯილდო - Great Tile Award მიიღო, თუმცა, 2016 წელს, ონგერმანლანდის პროვინციაში, ის „ყველაზე მახინჯ შენობად“ დაასახელეს.
Ting1 შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად რჩება. მისი ინოვაციური და პროვოკაციული დიზაინი მოდერნიზმის მხარდამჭერებსა და კრიტიკოსებს შორის დღემდე დაპირისპირებას იწვევს.