თეგებით ძიება
23. 03. 2025 ბიზნესი

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე გავიდა 12 238 ერთეული ავტომობილი, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 12 373 ერთეული.

ექსპორტი მოცულობის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. კერძოდ, წელს იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა 285.2 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 262.5 მლნ დოლარის.

2025 წლის საანგარიშო პერიოდში ერთი ავტომობილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა საშუალოდ 23 303 დოლარი შეადგინა, წინა წლის იმავე პერიოდში ფასი 21 222 დოლარი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე წინა წელს. (შენიშვნა: ფასი მარკისა და წლოვანების მიხედვით, შესაძლოა გაცილებით მეტი ან ნაკლები იყოს, ვიდრე საშუალო ღირებულებაა).

წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი რაოდენობის ავტომობილები ყირგიზეთსა და ყაზახეთში გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შედარებით ძვირადღირებული ავტომობილები ყირგიზეთში გადის. უფრო კონკრეტულად: 5 ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასეთია:

ყირგიზეთი - 148.8 მლნ დოლარის 5 020 ერთეული (ერთი საშუალოდ 29 642 დოლარი);

ყაზახეთი - 84.24 მლნ დოლარის 4 912 ერთეული (თითო საშუალოდ 17 150 დოლარი);

აზერბაიჯანი - 28.8 მლნ დოლარის 1 266 ერთეული (თითო საშუალოდ 22 737 დოლარი);

სომხეთი - 9.8 მლნ დოლარის 390 ერთეული (თითო საშუალოდ 25 146 დოლარი);

ტაჯიკეთი - 5.39 მლნ დოლარის 227 ერთეული (თითო საშუალოდ 23 760 დოლარი).

bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა