როდის აღდგება სრულად ავტოტრანსპორტის მოძრაობა მდინარე არაგვის ხიდზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მდინარე არაგვის ხიდზე ასფალტის საფარი იგება.
მათივე ცნობით, ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღესვე აღდგება სრულად.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღესვე აღდგება სრულად.
მდინარე არაგვის ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 2024 წელს მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.