თეგებით ძიება

"ის, რაც გუშინ სომხეთთან საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი..." - რას წერს როინ ქოჩორაშვილი?

საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილი მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ის, რაც გუშინ სომხეთთან საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა ცოცხალ საფეხბურთო ცხოვრებას ახლავს ასეთი მომენტები და ეს მღელვარე ემოციები, ზოგჯერ ცუდად სანახავიც, მატჩის დასრულებისთანავე წარსულს ბარდება და მომენტალურად ქრება. ასეა, ფეხბურთში.

ამიტომ, ამ ფაქტის ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე განზოგადება, მისი პოლიტიკურად დღის წესრიგად ქცევა, ორი მეგობარი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის ამ სიბრტყეში განხილვა და საზოგადოების დაყოფა ამ საკითხშიც, მიმაჩნია არასწორად.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ამ გამარჯვებას!", - წერს როინ ქოჩორაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა