5 და 6 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება
ბოტანიკურ ბაღში იწყება ფესტივალების სეზონი და გაზაფხულზე პირველი ფერადი და სურნელოვანი ღონისძიება გელოდებათ.
5 და 6 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება.
ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე წარუძღვება
ჩაის ცერემონიალის შემდეგ, 5 აპრილს 14:00 საათზე სუშის მასტერკლასი გაიმართება, რომელსაც შეფ მანუელი და პროფესიული კოლეჯი ''იკაროსის'' შეფი გამართავენ
ღონისძიებაზე დაგვხდებათ იაპონური თემატიკის ნივთები, მანგებისა კომიქსების მრავალფეროვნება
ასევე, შეგეძლებათ შეიძინოთ სუში, იაპონური ჩაი და სხვა გემრიელობები.