ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს საბადო აღმოაჩინეს - სავარაუდო ღირებულება 83 მლრდ დოლარია
ჩინეთში ოქროს საბადო აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 1100 ტონა ძვირფას ლითონს შეიცავს და 83 მლრდ დოლარად არის შეფასებული
მიწისქვეშა მაღაროებიდან მოპოვებული მადანი ითვლება მაღალხარისხიანად. ჰუნანის უბნის პერიმეტრზე აღებული ნიმუშები მიუთითებს იმაზე, რომ საბადო შეიძლება იმაზე მასშტაბური იყოს, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი უკვე დომინირებს გლობალურ ოქროს ბაზარზე.
2024 წლის დასაწყისისთვის ძვირფასი ლითონის მარაგმა სავარაუდოდ, 2000 ტონას გადააჭარბა. ქვეყანაში განვითარებული სამთო მოპოვება გლობალური წარმოების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს..