თეგებით ძიება

"სახლი ერთი ფინჯანი ყავის ფასად" - იტალიის ისტორიულ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ შეძლებთ

იტალიაში, პროვინციული ქალაქები ახალი მაცხოვრებლების მოზიდვის მიზნით სახლების სიმბოლურ ფასად გაყიდვას განაგრძობენ. CNN-ის ცნობით, აბრუცოს რეგიონში, ადრიატიკის ზღვის სიახლოვეს მდებარე ქალაქი პენე "ფლეშმობს" შეუერთდა.

პენეში მიტოვებული სახლის შესაძენად მხოლოდ 1 ევროს გადახდა მოგიწევთ. თუმცა, სახლის ყიდვის შემთხვევაში, მისი გარემონტების ვალდებულება დაგეკისრებათ.

ქალაქის მერის, ჟილბერტო პეტრუჩის თქმით, ქალაქმა სახლების გაყიდვა "ერთი ფინჯანი ყავის ფასად" რველად 2022 წელს დაიწყო. პირველი სამი შენობა მაშინ გაიყიდა, შარშან კიდევ სამი. უახლოეს კვირებში გასაყიდად კიდევ რამდენიმე სახლი გამოვა.

პეტრუჩის განმარტებით, სხვა მსგავსი ქალაქებისგან განსხვავებით, პენეში მყიდველებისთვის უფრო რბილი წესები მოქმედებს. მისი თქმით, მყიდველებმა სახლი 3 წლის ვადაში უნდა შეაკეთონ და სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ამისთვის წინასწარი შენატანის გაკეთება არ მოუწევთ.

ამჟამად, პენეში დაახლოებით 1200 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ქალაქის ცენტრალური უბანი დაცარიელების საფრთის ქვეშ დგას. ქალაქში დაახლოებით 40 ცარიელი შენობაა, რომელიც ახალ მეპატრონეებს ელოდებიან და ისინი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბნებშია განლაგებული.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა