თეგებით ძიება
24. 03. 2025 ბიზნესი

თბილისის სასტუმროებში ფასები ისტორიულ მინიმუმზეა - შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში ქვეყანაში არსებულ რეალობა სირაქლემას პოზიციას ადარებს, როდესაც სექტორი პრობლემებზე საუბრობს, თუმცა სახელმწიფო ამას არ აღიარებს.

 

,,სირაქლემას პოზა არის ჩვენი რეალობა დღეს. არ გვინდა დავინახოთ ის, სადაც ვართ. პრობლემა როცა გვაქვს ვმალავთ, რომ პრობლემა არ გამოჩნდეს, სხვამ არ დაგვინახოს, რომ პრობლემაში ვართ. არ გაიგოს. სხვა ვინ არის ოღონდ არ ვიცი. ვინ არ უნდა გაიგოს? არ ვიცი. იმხელა ქაოსში ვართ. ქაოსში ვართ, რადგან იმის მაგივრად, რომ ერთად დავსხდეთ კერძო და საჯარო სექტორი და ვთქვათ, რომ პრობლემაში ვართ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი სიტუაციიდან, ჩვენ ვიძახით რომ პრობლემა გვაქვს. ჩვენზე იძახის სახელმწიფო, რომ იმათ პრობლემა არ აქვთ, კარგად არიანო. მე ჩემს თავზე უკეთ არ ვიცი, რომ პრობლემა მაქვს? სახელმწიფომ ჩემზე უკეთ როგორ იცის მე რა მაქვს მაცივარში? ’’- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

 

შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა პრობლემებზე დუმს და რეალობას ისე ხატავს, თითქოს სექტორს გამოწვევები და პრობლემები არ აქვს.

 

,,იმ შეხვედრზე, რომელიც მოგვიწყო სახელმწიფომ კერძო სექტორს და პრეზენტაციას დააწერა რეკორდული 2024 წელიწადი და მოგვიყვა ჩვენ როგორ გავხდით მილიონერები. ოღონდ, ჩვენ რომ არ ვიცით ისე. იმ შეხვედრაზე ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, რომ პრობლემები შეექმნა კერძო სექტორს და მოდით ერთად ვიპოვოთ გამოსავალი სიტუაციიდან, მაგათზე მაგარი ტიპი არ იქნებოდა და 150 ადამიანი, რომელიც დარბაზში ისხდა 150-ვე იტყოდა თქვენ გენაცვალეთ და დაიწყებდა მუშაობას. იმ შეხვედრაზეც და ზოგადად, მთავრობამ რომ თქვას, რომ პრობლემები შეგვექმნა ტურიზმის მიმართულებით და მოდით კერძო სექტორთან ერთად დავსხდეთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი მდგომარეობიდან. ეს ერთი წინადადება რომ ეთქვათ იქნებოდა იდეალური. ახლა უნდა იყოს ასეთი მდგომარეობა უნდა ვეძებდეთ სიტუაციიდან გამოსავალს.’’- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

 

სასტუმროები დღეს თითქმის ცარიელია. პრობლემები დიდი ხანია დაიწყო, თუმცა სეზონის მოახლოების მიუხედავად სტუმრების რაოდენობა კვლავ დაბალია. სასტუმროებმა დამსვენებლების მოსაზიდად არნახული მასშტაბის ფასდაკლებები გააკეთეს.

 

,,გვაქვს სერიოზული პრობლემები ტურისტების ნაკლებობის მხრივ. შესაბამისად ფასები არის ისტორიულ მინიმუმზე რა ფასიც კი ოდესმე ყოფილა თბილისში გინდა 5, გინდა 4 და გინდ 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები დაწეულია. ფასდაკლებამ ჩვენ გადაგვაქცია იაფ მიმართულებად და რაღაც რაოდენობის ტურისტი მაინც მოვიზიდეთ იაფიანი სეგმენტიდან. ლაპარაკია თბილისის სასტუმროებზე. დატვირთულობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მარტი შედარებით უკეთესია, ვიდრე თებერვალი იყო. ცოტა ამოძრავდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგი შედეგია. იმდენად ცუდი იყო იანვარი და თებერვალი, რომ სასტუმროებმა თავისი თავის შენახვა თითქმის ვერ შეძლეს და მეპატრონეებს მოუწიათ კიდევ ზემოდან ინვესტიციების გაკეთება სასტუმროს მენეჯმენტში.’’- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა