თეგებით ძიება
24. 03. 2025 მსოფლიო

აშშ-მა "ოქროს ბარათის" პროგრამით ერთ დღეში $5 მილიარდი გამოიმუშავა

აშშ-ში ერთ დღეში 1000 „ოქროს ბარათი“ გაიყიდა, რითაც ქვეყნის ბიუჯეტში 5 მლრდ დოლარი შევიდა.

ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რასაც Financial Express ავრცელებს.

ლუტნიკის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მილიონი ბარათის გაყიდვასა და 5 ტრლნ დოლარის გამომუშავებას პროგნოზირებს.

“მსოფლიოში ჯამში 37 მილიონი ადამიანია ვისაც ამ ბარათის ყიდვა შეუძლია, მათი ფინანსებიდან გამომდინარე. დონალდ ტრამპი, ფიქრობს, რომ ჯამში 1 მილიონ ბილეთს გავყიდით, რაც 5 ტრილიონი დოლარის ღირებულების არის. ამ დროისთვის ბარათზე ილონ მასკთან ერთად ვმუშაობთ და დაახლოებით ორ კვირაში სრულად ამოქმედდება. სხვათაშორის გუშინ, ჯამში 1000 ოქროს ბარათი გავყიდეთ” - განაცხადა ჰოვარდ ლუტნიკმა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა “ოქროს ბარათის” ინიციატივა დააანონსა, რომელიც აშშ-ში ცხოვრების, მუშაობის და მოქალაქეობის მიღების გარანტიას იძლევა.

„ვაპირებთ „ოქროს ბარათის“ გაყიდვას. თქვენ გაქვთ „მწვანე ბარათი“, ეს კი არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ, ამ ბარათზე დავაწესოთ ფასი, დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარი და ეს მოგცემთ „მწვანე ბარათის“ პრივილეგიებს, პლუს, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. მდიდარი ადამიანები შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში ამ ბარათით. ისინი იქნებიან მდიდრები და წარმატებულები, დახარჯავენ ბევრ ფულს და გადაიხდიან ბევრ გადასახადს, დაასაქმებენ ბევრ ადამიანს“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა რუსი ოლიგარქები „ოქროს ბარათის“ ფლობას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.

„მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. ეს შესაძლებელია“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მთლიანობაში, მსოფლიოში 37 მლნ ადამიანი ითვლება პოტენციურ მყიდველად, რომლებსაც ასეთი ინვესტიცია შეუძლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა