თეგებით ძიება

"მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს“ - ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს:

"ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს და 114 ზე დარეკეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბინაში , რეზინის მილი გაზის დანადგარიდან მოხსნილი და ღიად დატოვებული იყო.

114 -ს და 112 -ს ჯგუფების ოპერატიული რეაგირებით რამდენიმე ათეული ოჯახი აფეთქებას გადაურჩა.

გახსოვდეს - გაზი უსაფრთხოა მაშინ, როცა მისი მოხმარების წესებს იცავ და ყურადღებით ხარ.

იზრუნე შენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებაზე" - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა