თეგებით ძიება

„მისი სახელობის არც ქუჩაა, არც სკვერი, არც დაფა, არც არაფერი“ - რას წერენ ქართ-კახეთის უკანასკნელ დედოფალზე

ფეისბუქის გვერდი „რეალური ისტორია“ ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თბილისში მარიამ ციციშვილის სახელის უკვდავსაყოფად არაფერი გაკეთებულა. 

უკანასკნელი დედოფალი ქართლ-კახეთის სამეფოსი, მეფე გიორგი XII-ს მეუღლე, მეფე ერეკლე მეორეს რძალი, პატრიარქ ანტონის ძმის ცოლი, თერთმეტი (!) შვილის დედა, ყველამხრივ გმირი და ეროვნული, დიდი ქალბატონი, ფაქიზ-ნატიფი „ხატი და ვეფხვი დაქალებული“...
-
გადამყიდველმა მთავრობის ხელმძღვანელმა და გარუსებულმა მოგვარემ უღალატა და ჩაუშვა, თორემ დედოფალს გადაწყვეტილი ჰქონდა სასახლიდან ხევსურეთში გაპარულიყო და იქ ეცხოვრა ობოლ შვილებთან ერთად (მაშინ ქმარი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. იყო 1803წ.).
???///ვინ იცის შესაძლოა სულაც ხევსურეთში დაედგა ტახტი და რამდენადმე გაგრძელებულიყო ქართლის სამეფო კარის დე იურე არსებობა... ვინ იცის, ოდენ მე ვფიქრობ ასე მხოლოდ, ალბათ უბრალოდ მინდა ასე ყოფილიყო. ის კი ფაქტია, რომ ოღონდ ხევსურეთს ასულიყო და მის დასაცავად უამრავი ხევსური გამოვიდოდა... და ათას რუს სალდათს იქ ოცი ხევსური დაადუღებდა. ეჰ... მოხდა კი ის რაც არავის გაეხარდება.////
❗
... ანუ სპეკულიანტმა პაველ დმიტრიჩ ციც'яნოვმა (დედოფლის სიტყვებით „ცოფიანმა ციციანოვმა“) რუსეთის გერალ ლაზარევს უთხრა გაქცევას აპირებენო და გენერალი (ცხადია ჩექმიანი და თავხედი და უბრალოდ მაღალჩინოსანი, თორემ ისიც სალდათი) უთენია შევიდა დარეჯანის სასახლეში მყოფი დედოფლის საძინებელში... (დარეჯანი იყო მეფე ერეკლეს ცოლი და ეს მისი სასახლე იყო მისი დედოფლობისას). ...მარიამ დედოფალი საწოლზე იჯდა საძინებლის შესამოსელით... პირველ ბრძანებაზე, რომ რუსეთში განსახლებისათვის მომზადებულიყვნენ გენერალს უარი უთხრა: „ვერ ხედავთ ბავშვებს სძინავთ, რას ნიშნავს ასეთი სიჩქარეო?!“... გენერალი მკლავზე ხელით შეეხო და გაწევა სცადა რათა ბავშვები გაეღვიძებინა... ამაზე დედოფალმა თქვა: „როგორ ბედავთ, რომ ჩემს უბედურებას უპატივობასაც ურთავთო...?!“, მეორე ხელის სახელოდან ხანჯალი გამოასრიალა და გვერდში გაუყარა, „წვერიმც უწვდინა“ მეორე მხარეს...
...ჩოჩქოლზე და დაცვის შემოვარდნაზე ბავშვებმა გაიღვიძეს, ვიღაც ახვარმა სამხედრო კაჭკაჭევმა (ამავდროულად სოროკინმა და ამავდროულად სოროქიანც, ანუ რომლის საჭიროებაც იყო ის გვარი იყო) დედოფალს ხანჯალი ჩასცხო სახესა და თავში რამდენჯერმე ბრტყლად და დაასისხლიანა... დაცვამ ბავშვები და დედოფალი შეიპყრო და გარეთ გასვლისას ერთერთმა შვილმა, (მგონი) 6-7 წლის ოქროპირ ბატონიშვილმა დედას უთხრა რომ: „ამ ოფიცრის მკვლელობა მე დამაბრალეო, შენ რომ არ დაგიჭირონ და რამე არ გავნონო, დედაო...“
(ამ ყმაწვილი უფლისწულისა და კიდევ რამდენიმე შვილის კვალი და ბედი უცნობია... ეჰ)
-
მარიამ ციციშვილი ბელგოროდში ერთერთ მონასტერში გააგზავნეს და გამოჰკეტეს... სასჯელად კი გამოუტანეს, რომ რადგან ხელში იარაღი აიღო დანა-ჩანგალი-კოვზიც აღარ მისცეთო...
ქართლის დედოფალი დიდი ქალბატონი მარიამ ციციშვილი.
მისი სახელობის არც ქუჩაა, არც სკვერი, არც დაფა, არც არაფერი... არც უნდა მის სულს ალბათ, უფალო აცხონე.
+
სიყვარულით და მშვიდობით,
ასეთი გმირი და პატიოსანი და ეროვნული ქალების იმედით - ვკითხულობთ სოც-ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა