„ეკლესია რომ არ ჩარეულიყო, მთელი ქვეყანა კანაფის პლანტაციებით უნდა ავსებულიყო, ახლა კი ისეთები ხდება, რომ ჩემს მტერს“ - ვახტანგ მაჭავარიანი
„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
მომხდარს ადვკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს:
რა ხდება მოსაწევზე? ეს კითხვა სერიოზულად აღელვებს ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს. ჯერ იყო და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოახდინეს. მოსახლეობას გაუჩნდა განცდა, რომ პლანი ნარკოტიკი აღარ არის და ალკოჰოლს გაუთანაბრეს. ეკლესია რომ არ ჩარეულიყო, მთელი ქვეყანა კანაფის პლანტაციებით უნდა ავსებულიყო, ახლა კი ისეთები ხდება, რომ ჩემს მტერს. დავიწყოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით. მცირე ოდენობით, ესე იგი, 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანას უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაგზავნა კვლავ ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს და 500 ლარით ჯარიმდება. არ შეიძლება მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანის თანდასწრებით, სკოლებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა თუ სამსახურებში. ანდაგვარი შეზღუდვების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ჯარიმებიც სოლიდური. ეს კანონი აქამდეც მოქმედებდა და ბევრი არაფერი შეცვლილა თუ არ ჩავთვლით ორ მნიშვნელოვან შენიშვნას: ამა წლის 1 ივნისიდან თუ ამ კანონის საფუძველზე დაგაჯარიმეს, თქვენ დანამდვილებით ჩამოგერთმევათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სამი წლის ვადით, ხოლო საჯარო სამსახურში პედაგგიური საქმიანობისა და იარაღის შეძენა-შემახვასთან დაკავშირებული უფებები კი 5 წლის ვადით. ამავე დროს სასამართლოს შეუძლია, რომ 5 წლის ვადით ჩამოგართვათ შესაძლებლობა არჩეული იქნათ წარმოამდგენლობით ორგანოებში, მაგალითად, საკრებულოში ან არლამენტში. ასევე შეუძლიათ ჩამოგართვან საადვოკატო, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. ძალიან გრძელი რომ არ გამომივიდეს და გასაანალიზებლადაც ადვილი იყოს, ჯერ აქ გავჩარდეთ, ხოლო შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ სისხლის სამართლის მიმართულებით მიღებულ ცვლილებებზე - ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი.