თეგებით ძიება

„ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით უძრავი ქონების ბაზარი უბრუნდება 2022 წლის მდგომარეობას“ - გიორგ ხიშტოვანი

„ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით უძრავი ქონების ბაზარი უბრუნდება 2022 წლის მდგომარეობას“  - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში, Colliers Georgia-სა და ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ისევ უძრავი ქონების ბაზარზე

თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების შემდეგი რაოდენობა ფიქსირდება (იანვარი-თებერვალი 2025 vs. იანვარი-თებერვალი 2024):

• 2025 წლის იანვარი-თებერვალი - 6097 ტრანზაქცია

• 2024 წლის იანვარი-თებერვალი - 6686 ტრანზაქცია

ანუ, მთლიანი ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-თებერვალში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 8,8%-ით.

ამასთანავე, ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-თებერვალში თითქმის იდენტურია წინა წლის შესაბამის პერიოდის (იანვარი-თებერვალი 2024 – 2197 ტრანზაქცია; იანვარი-თებერვალი 2025 – 2226 ტრანზაქცია).

რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკურ სესხებს (თებერვალი 2025 vs. თებერვალი 2024)

• 2025 წლის თებერვალი - 328,8 მილიონი ლარის გაცემული სესხი (3500 გაცემული სესხი)

• 2024 წლის თებერვალი - 321,4 მილიონი ლარის გაცემული სესხი (4293 გაცემული სესხი)

რაც შეეხება პირველი ორი თვის შედეგებს (იანვარი-თებერვალი 2025 vs. იანვარი-თებერვალი 2024):

• 2025 წლის იანვარი-თებერვალი - 574,8 მილიონი ლარის გაცემული სესხი (6554 გაცემილი სესხი)

• 2024 წლის იანვარი-თებერვალი - 563,8 მილიონი ლარის გაცემული (7584 გაცემული სესხი)

შესაბამისად, წლის პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, გაცემული სესხების რაოდენობა წინა წლის ორ თვესთან შედარებით შემცირდა 13,6%-ით, ხოლო გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით, პორტფელი გაიზარდა 2%-ით.

დასკვნები:

1. როგორც ჩანს, დეკემბერი-იანვრის მნიშვნელოვანი საშეღავათო აქციების შემდეგ, თებერვალში ბაზარი კიდევ უფრო შენელდა, რის შედეგადაც, როგორც ტრანზაქციების, ასევე, გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად შემცირებული წინა წლის შესაბამისი ორი თვის პერიოდთან შედარებით;

2. ტრანზაქციების და გაცემული სესხების რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას აბალანსებს ტრანზაქციის და გაცემული სესხის მოცულობის ზრდა წინა წელთან შედარებით, რის შედეგადაც, ბაზრის ზომის/გაცემული სესხების თანხების მოცულობის მხრივ, წინა და ამ წლის პირველ ორი თვის შედეგები თითქმის იდენტურია;

3. ერთი შეხედვით, 2025 პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარმა პიკის ფაზა გაიარა და დაღმასვლის ფაზაშია; ანუ, სტაგნაციის მდგომარეობა გრძელდება და რომ შევადაროთ მონაცემები, ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ბაზარი უბრუნდება 2022 წლის მდგომარეობას (მაგ. 2022 წლის იანვარ-თებერვალში 5851 ტრანზაქციას ჰქონდა ადგილი); ხოლო გაცემული სესხების რაოდენობის მიხედვით ბაზარზე მინ. ბოლო 5 წლის ყველაზე სუსტი შედეგი ფიქსირდება.

წყარო: Colliers Georgia (https://recov.ge/); NBG - წერს გიორგი ხიშტოვანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა