ახალი პროექტი თელავში - სულ მალე!
თელავი, როგორც კახეთის მთავარი ქალაქი, გთავაზობთ მრავალ შესაძლებლობას საინვესტიციო თვალსაზრისით. ქალაქი მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულად პოპულარულ რეგიონში და თავისი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით შეიძლება საინტერესო იყოს სხვადასხვა ინვესტორისთვის. ამჟამად კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი და წარსულში კახეთის სამეფოს დედაქალაქი თბილისიდან 150 კილომეტრში მდებარეობს. მისი მოსახლეობა 20,000 ადამიანს შეადგენს.
სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტი" ახალ პროექტს იწყებს აღმოსავლეთ საქართველოს საკვანძო ქალაქ - თელავში. ბინების გაყიდვები სულ მალე დაიწყება. სოლუმი გთავაზობთ მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებსა და ხელმისაწვდომ პროექტებს.
შიდა ბაზრის გაფართოება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის უფრო დიდი განვითარება ქმნის დადებით პერსპექტივას მომავალი ინვესტიციებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამჟამად განიხილება, ხელს უწყობს ქალაქისა და რეგიონის ბიზნესის განვითარებას.
სოლუმის მიმდინარე პროექტი თელავში
თელავში არის სკოლები, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და აეროპორტი. გამართულად მუშაობს შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე რკინიგზა. პოპულარობის ზრდასთან ერთად, თელავით ინვესტორებიც აქტიურად ინტერესდებიან. შენდება ახალი კორპუსები და კომერციული ფართები, რაც თელავში უძრავ ქონებას აძვირებს. საბოლოო ჯამში, კახეთის დედაქალაქი დღეს ერთ-ერთი მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე დასახლებად ყალიბდება.
თელავი, როგორც საინვესტიციო მიმართულება, ხელსაყრელი ადგილია როგორც უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის, ისე ტურიზმისა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების თვალსაზრისით.