თეგებით ძიება

28 წლის ბიჭი ფუნიკულიორზე, ფანჩატურის ნანგრევებში მოჰყვა და გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც

მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ადამიანები სურათის გადასაღებად, შედიოდნენ ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ტრაგედიას მთაწმინდაზე 28 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

ჩამონგრეული გადასახედი ახლა პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

"მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა "TV პირველთან".

 მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: "TV პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა