თეგებით ძიება

რა უჯდება ბიუჯეტს ერთი პატიმრის შენახვა?

ოფიციალური მონაცემებით, "ქართული ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, 613 პატიმრის შეწყალების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებაში 8 500-მდე პატიმარია.

სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა წლიურად 21 604 ლარი უჯდება. ამის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია.

გამოდის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი პატიმრის შესანახად დღეში 59.18 ლარს, თვეში კი 1 800 ლარს იხდის. წელიწადში ჯამურად პატიმრების შენახვაზე დაახლოებით 183.6 მლნ ლარი იხარჯება.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებებისთვის პენიტენციური სისტემისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა 590 მლნ ლარია.

ევროპის საბჭოს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იყო პატიმრების რაოდენობით 100 000 მოსახლეზე. საქართველოზე მეტი პატიმარი ერთ ქვეყანას - თურქეთს ჰყავს.

ევროპის ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 124 პატიმარი იყო. საქართველოსი კი 256.1-ით განისაზღვრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა