რამდენი გადაუხადეს კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს?
NASA-ს ასტრონავტების სუნი უილიამსის და ბარი უილმორის კოსმოსური მისია 8 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო მათ კოსმოსში 286 დღე გაატარეს. ზეგანაკვეთური შრომისთვის, როგორც წესი, განსაზღვრულია დამატებითი ანაზღაურება, თუმცა არა NASA-ს ასტრონავტების შემთხვევაში. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
NASA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ასტრონავტები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არასდროს იღებენ, ასევე მათ არ უნაზღაურდებათ სადღესასწაულო და დასვენების დღეები. მათ უნაზღაურებენ კვებას და მგზავრობას. ასევე, მათ დღეში უხდიან 5 დოლარს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ამგვარად, უილიამსმა და უილმორმა 286 დღეში, რომელიც მათ კოსმოსში გაატარეს, წლიურ 152 ათას დოლართან ერთად დამატებით 1430 დოლარი მიიღეს.
19 მარტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ამერიკელი ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი „ქრიუ დრეგონი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ხომალდმა სადგურზე ეკიპაჟის 4 ახალი წევრი, ორი ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები აიყვანა. Boeing-ის კოსმოსური ხომალდი „სტარლაინერი“ ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრა.