თეგებით ძიება

"ტერიტორია კერძო საკუთრებაა" - მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი მთაწმინდაზე მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი სერგო ბირკაძე მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ხოლო რაც შეეხება ტერიტორიას – ის არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და კერძო საკუთრებაა.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო ფაქტია და რა თქმა უნდა, ამ ოჯახს უნდა მივუსამძიმროთ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ტერიტორიას, ეს ტერიტორია არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ეს კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, კერძო მესაკუთრეა ვალდებული დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მუნიციპალური ტერიტორიები დაცული იყოს და ნაკლებად იყოს გამომწვევი რაიმე ინციდენტების”, – განაცხადა სერგო ბირკაძემ.

გუშინ, 25 მარტს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ორი დღის წინ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით,  ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა