თეგებით ძიება

სახელმწიფო საჯარო სკოლებისთვის ₾4,9 მლნ-ად ვიდეოსათვალთვალო სისტემებს ყიდულობს

სახელმწიფო საჯარო სკოლებისთვის 2025 წლის განმავლობაში ვიდეოსათვალთვალო სისტემას ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი აუქციონის გარეშე დღეს გამოცხადდა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 910 000 ლარია.

კერძოდ, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს რიგი საჯარო სკოლებისთვის ვიდეოსათვალთვალო სისტემის შესყიდვა თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/გამართვა და ტექნიკური უზრუნველყოფა.

საუბარია ჯამში 84 საჯარო სკოლაზე, რომლებსაც აღნიშნული სისტემა მიმწოდებელმა მიმდინარე წლის განმავლობაში, მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაუმონტაჟოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო ყიდულობს 1832 გარე კამერას და 2548 შიდა კამერას. ერთი შიდა კამერის ზღვრული ღირებულება უნდა იყოს 650 ლარი, ხოლო გარე კამერის - 680 ლარი.

წინადადებების მიღება იწყება 2 აპრილს და დასრულდება 3 აპრილს.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა