თეგებით ძიება

მეტროსადგურ “დელისის” ბაქანზე დაკვამლიანება იყო (ვიდეო)

26 მარტს, დაახლოებით 22:50 საათზე თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურ “დელისის” ბაქანზე დაკვამლიანება იყო. კვამლი ბაქანზე მდგარი მატარებლის სავალი ნაწილებიდან ამოდიოდა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები “რადიო თბილისმა” გაავრცელა. მასში ჩანს, რომ იმ დროს ვაგონები მგზავრებისგან დაცალეს, ერთმა პირმა კი ცეცხლმაქრი გამოიყენა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით: "მეტრო დელისიში ხანძარი არ ყოფილა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, რაც შეიძლება მოხდეს, როდესაც გოგორჩყვილი ხურდება." "მატარებელი დროებით მოიხსნა ხაზიდან, თუმცა საშიში არაფერი ყოფილა." - განაცხადა "მთავარ არხთან" თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ. 📍 შემთხვევის ამსახველი თვითმხილველთა ვიდეოკადრები "რადიო თბილისმა" გაავრცელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა