ირანის მიწისქვეშა ქალაქი, სადაც განლაგებულია ათასობით ბალსიტიკური რაკეტა - ნახეთ კადრები
ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქს ეწვია, სადაც განლაგებულია ათასობით საშუალო და შორმანძილზე მოქმედი ბალსიტიკური და ფრთოსანი რაკეტა.
ცნობისთვის, 2025 წელს აშშ-ისა და ირანის ურთიერთობები კვლავ სირთულეებით სავსეა, თუმცა არსებობს მცდელობები, რომ ქვეყნები საერთო ინტერესებზე დაყრდნობით შეთანხმებამდე მივიდნენ. აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს მცდელობებს, ირანი ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს, რაც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზეა მიმართული.
გარდა ამისა, ირანი და აშშ ცდილობენ ერთმანეთის ინტერესები გაითვალისწინონ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებაში.
სანქციების საკითხი ჯერ ისევ ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა მათ შორის, რადგან ირანი მოითხოვს სრულ სანქციების მოხსნას, სანამ მოლაპარაკებების ახალ რაუნდში შევა, ხოლო აშშ გარკვეულ პირობებს აწესებს.