თბილისში 4 987 500 ლარად სახელმწიფო ქონება იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე სახელმწიფო ქონების ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. აღნიშნული უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 4 987 500 ლარს შეადგენს.
აუქციონთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://eauction.ge/Home/EntityView/1068510
„შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.