ამინდი უარესდება - ნახეთ პროგნოზი
28 მარტს, პარასკევს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ქარია მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის თანახმად დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +25, +30°; მთაში დღისით +20, +25°; მაღალმთაში დღისით +17, +22°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +17, +22°; მთაში დღისით +17, +22°; მაღალმთაში დღისით +12, +17°.
თბილისშიც ასევე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. ჰაერი +19°-მდე გათბება.