წყალი შეწყდება - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 28 მარტს, ისნის რაიონში, ძეგლევის ქ. N1-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას gwp ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 28 მარტს 15:00 საათიდან 29 მარტის ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მოსკოვის გამზირსა და კვარტლებს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს; ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტლის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვისა და იუნკერთა ქუჩებს; ქინძმარაულის ქუჩას შესახვევებითა და ჩიხებით; ლორთქიფანიძისა და ნავთლუღის ქუჩების ნაწილს.
აგრეთვე, კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილის ნაწილს; გორგასლის ქუჩა N50-52 და შოთა ნადირაშვილის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.