თეგებით ძიება

მიანმარში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, 732 პირი დაშავდა

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 732 პირი. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით პირველი არხი ავრცელებს.

ჰლაინგის თქმით, მსხვერპლისა და დაშავებულთა რიცხვის ზრდას ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 96 პირი ნაიფიიდოში დაიღუპა, 18 – სიკაინში, 30 კი – მანდალეიში.

ქვეყნის ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს, დილით მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა