თეგებით ძიება

არ მგონია, რომ სებ სანქციებისთვის ემზადება და Visa/Mastercard-ის ჩასანაცვლებლად თადარიგს იჭერს - რომან გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე Visa-სა და Mastercard-თან დაკავშირებულ საკითხს აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, არ მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი მათ ჩასანაცვლებლად თადარიგს იჭერს.

ის ასევე აღწერს, თუ რა მოხდება ქვეყანაში Visa-ს და Mastercard-ის მუშაობის შეჩერების შემთხვევაში.

"არა მგონია, რომ ეროვნული ბანკი სანქციებისთვის ემზადება და ვიზისა და მასტერქარდის ჩასანაცვლებლად თადარიგს იჭერდეს. თუ ქვეყანაში ვიზამ და მასტერქარდმა მუშაობა შეაჩერა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისეთი სანქციები დაუწესდა, რომელიც ფინანსურ სისტემას გაანადგურებს. ბანკები შეწყვეტენ ანგარიშსწორებას და ეკონომიკა გაჩერდება.

მსგავსი ეჭვები აღძრა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე დასმულმა ბრიყვულმა შეკითხვამ, რომ თურმე საანგარიშსწორებო ამ საერთაშორისო კომპანიებს ფული გააქვთ საქართველოდან. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ბანკები (საბოლოო ჯამში კლიენტები) ფულს უხდიან მათ მომსახურებისათვის. არავინ აძალებს მათ ამ ბარათების გამოყენებას და ბანკებს რომ შეეძლოთ მსგავსი ოპერაციების უფრო იაფად განხორციელება, მათ ამას ვერავინ დაასწრებდა.

დროთა განმავლობაში, მართლაც შეიძლება საბანკო ბარათებით ანგარიშსწორებას კონკურენტი გამოუჩნდეს (კრიპტო ფული, ციფრული ვალუტა, სადაც ბარათის ნაცვლად ტელეფონები იქნება გამოყენებული და ა. შ. ), მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.

სანქციებზეც რომ ფიქრობდნენ “ოცნებაში” და რაღაც ირანულ-რუსულ სქემებზე რომ მსჯელობდნენ, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ",- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა