მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 600-ს გადააჭარბა
მიანმარში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს გადასცდა.
დაშავებულია, სულ მცირე, 2 376 ადამიანი, 30 კი დაკარგულად ითვლება.
დაღუპულთა დიდი ნაწილი სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიშია, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოსაა. სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.