მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა
მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივების განცხადებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიძგები 28 მარტის დიდი მიწისძვრის შემდეგ.
მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სტიქიას, საერთო ჯამში, 1 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 3 400-მდე დაშავდა, 300-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
მიანმარში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, ქალაქ მანდალაიში მრავალსართულიან შენობაში 29 ადამიანი გადაარჩინეს. მაშველები ადამიანებს დანგრეული სასტუმროების, სკოლების, მეჩეთების, მონასტრებისა და სახლების ტერიტორიაზე ეძებენ.