საქართველოში საწვავი გაიაფდა - სად რამდენით შემცირდა ფასები
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 69.36 დოლარი განისაზღვრა, რაც 0.8%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში კლებამ 0.54% შეადგინა და ბარელზე 73.63 დოლარს გაუტოლდა.
ფასების კლება ფიქსირდება საქართველოშიც. კერძოდ, ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში საწვავის ფასები 25 მარტიდან ეტაპობრივად 5-10 თეთრის ფარგლებში მცირდება. გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:
Socar (შემცირდა 5-10 თეთრის ფარგლებში):
ნანო სუპერი - 3.50 ლარი
ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი
ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი
ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი
ნანო ევრო 5 დიზელი - 2.95 ლარი.
Gulf (შემცირდა 10 თეთრით):
G-Force სუპერი - 3.53 ლარი;
G-Force პრემიუმი - 3.13 ლარი;
G-Force ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
ევრო რეგულარი - 3.93 ლარი;
G-Force ევრო დიზელი - 3.09 ლარი.
Rompetrol (უცვლელია):
სუპერი - 3.63 ლარი;
ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
ევრო დიზელი - 3.15 ლარი.
Wissol (10 თეთრით შემცირდა):
ეკო სუპერი - 3.52 ლარი;
ეკო პრემიუმი - 3.12 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
ევრო დიზელი - 2.99 ლარი;
ეკო დიზელი - 3.07 ლარი;
დიზელ ენერჯი - 2.94 ლარი.
Portal (უცვლელია):
პრემიუმი - 2.89 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.69 ლარი;
ევრო დიზელი - 2.99 ლარი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი