როგორი ფასებია ბარსელონას ოფიციალურ მაღაზიაში, რომელიც თბილისში გაიხსნა?
29 მარტს ისტორიაში პირველად, ბარსელონას ოფიციალური მაღაზია ესპანეთის საზღვრებს გარეთ, თბილისში გაიხსნა.
ესპანური გრანდის ქართველ გულშემატკივრებს ბარსელონას ოფიციალური პროდუქციის საქართველოში შეძენა შეუძლიათ.
Goal.ge-მ Barça Store Georgia მოინახულა, ახლა კი გთავაზობთ კატალონიური გრანდის ქართულ მაღაზიაში აქსესუარების/ატრიბუტების ფასებს:
ფეხბურთელის მაისური — 598 ლარი
ფანის მაისური — 417 ლარი
მეკარის მაისური — 399 ლარი
რეტრო ფორმა — 254 ლარი
ლეგენდარული იოჰან კრუიფის მაისური — 181 ლარი
შორტი — 181 ლარი
გეტრები — 73 ლარი
სავარჯიშო ფორმა — 254 ლარი
ბურთი — 109 ლარი
შარვალი — 290 ლარი
ბავშვის მაისური — 345 ლარი
კალათბურთის მაისური — 363 ლარი
კაპიტნის სამკლავური — 73 ლარი
კეპი — 91 ლარი
ქურთუკი — 308 ლარი
სპორტული მოსაცმელი — 326 ლარი
კამპ ნოუ — 181 ლარი
ჩანთა — 145 ლარი
თერმოსი — 109 ლარი
პატარა თერმოსი — 54 ლარი
ბრელოკი (ჩემპიონთა ლიგის თასი, ფეხბურთელი, ბარსას ლოგო და ა.შ) — 25/36/54 ლარი
სათამაშო დათვი — 127 ლარი
შარფი — 91 ლარი
გრძელსახელოიანი ზედა — 218 ლარი
ქოლგა — 47 ლარი
ხელთათმანი — 65 ლარი
კაპიტნების ვიმპელი — 54 ლარი
საფულე — 54 ლარი
სამაჯური — 25 ლარი
ჭიქა — 47 ლარი
კალამი — 14 ლარი
მაღაზია კოსტავას 23-ში, სტამბის წინ, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.