როგორ შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები?
მშენებლობის დროს ეკოლოგიურად სუფთა მასალების შერჩევა, გამოყენება და საზოგადოებაში პოპულარზაცია დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორ შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები?
ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები ისეთი პროდუქტებია, რომლებიც გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას მინიმალურ ზიანს აყენებენ. მათი გამოყენება დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება. მოდი, გავარჩიოთ, როგორ მივხვდეთ, რომ მასალა ეკოლოგიურად სუფთაა და როგორ ავირჩიოთ სწორად.
რა არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა?
ეკომასალები ისეთი პროდუქტებია, რომლებსაც აქვთ შემდეგი თვისებები:
ბუნებრივი წარმოშობა — მაგალითად, ხე, თიხა, კენჭი, ქვიშა, კირქვა.
დაბალი ტოქსიკურობა — არ გამოყოფენ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.
ენერგოეფექტიანობა — ინახავს სითბოს და ამცირებს ენერგიის ხარჯვას.
ბიოდეგრადირებადია— გარემოში მარტივად იშლება ან მეორადად გამოიყენება.
ნედლეულის სწორი მოპოვება — არ აზიანებს ბუნებრივ ეკოსისტემებს.
ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობასა და სერტიფიკატებს
ხშირად ეკოლოგიურად სუფთა მასალად ისეთ პროდუქტებს ასაღებენ, რომლებიცარ აკმაყოფილებენ ეკოლოგიურ სტანდარტებს. ამიტომაც სიფრთხილე მნიშვნელოვანია:
ეძებეთ საერთაშორისო სერტიფიკატები:
LEED (Leadership in Energy and Environmental Design)
FSC (ტყის მართვის საბჭო — ხის მასალებისთვის)
GREENGUARD (ქიმიური გამოსხივებისთვის)
EU Ecolabel (ევროკავშირის ეკომარკა)
მოერიდეთ მასალებს, რომლებიც შეიცავენ:
ფორმალდეჰიდის მაღალ შემცველობას,
მძიმე მეტალებს ან მავნე გამხსნელებს,
სინთეზური საღებავებს და ლაქებს,
ბუნებრივი მასალების არჩევა:
ეკომეგობრული მასალების ჩამონათვალი:
ხე — განახლებადი რესურსია.
თიხა და აგური — ბუნებრივი მასალებია, არ გამოყოფენ ტოქსინებს.
კირქვა და ქვა — გამძლე და ეკოლოგიურად სუფთაა, თუმცა დამუშავება ენერგიას მოითხოვს.
შალის ან ცელულოზა — თბოიზოლაციის ეკოალტერნატივა მინერალური ბამბის ნაცვლად.
ბამბუკი — სწრაფად მზარდი, განახლებადი და გამძლეობითაც გამორჩეული რესურსია.
კორტენის ფოლადი — ლამაზად ჟანგდება, არ საჭიროებს საღებავს და გრძელვადიანია.
ადგილობრივად წარმოებული მასალები
მასალები, რომლებიც წარმოებულია ადგილობრივად, ნაკლებად აბინძურებენ გარემოს ტრანსპორტირებისას.
ეცადე ისეთი მასალა აირჩიო, რომელიც ხელმისაწვდომია შენს რეგიონში — მაგალითად, საქართველოში თიხა, ხე, ქვა და კირქვა ბევრგან გამოიყენება.
მეორადი და გადამუშავებული მასალები
მეორადი მასალების გამოყენება ნარჩენების შემცირებისთვის საუკეთესო გზაა.
ძველი კრამიტი, აგური, კარი-ფანჯარა, გადამუშავებული პლასტმასი ან მეტალი ზოგჯერ უფრო გამძლე ვიდრე ახალი მასალა.
ეკომასალა მხოლოდ ბუნებრივს არ ნიშნავს. ის უნდა იყოს:
გამძლე — რათა ხშირად არ დაგჭირდეს გამოცვლა.
მარტივად მოსავლელი — არ უნდა საჭიროებდეს ქიმიური საშუალებებით გაწმენდას.
ენერგოეფექტური — შეეძლოს ენეგორესურსების რაციონალური და მიზანმიმართული გამოყენება. რაც უფრო ნაკლები ენეგია იხარჯება შედეგის მისაღწევად, მით უფრო მაღალია ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი.
დასკვნა:
ეკომეგობრული მასალების არჩევა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა — როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან. მათი გამოყენება არა მხოლოდ ეკოლოგიური გადაწყვეტილებაა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ეკონომიურიც.