თეგებით ძიება

მიანმარში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ცენტრალურ მიანმარში, კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე, მანდალაის რეგიონში, ქალაქ ვუნდვინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.

ცნობისთვის, 28 მარტს, მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო საუკუნის განმავლობაში. სტიქიის შედეგად დაიღუპა 3645 ადამიანი. განადგურდა სახლები და მაღალსართულიანი შენობები. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვების, წყლის და თავშესაფრის გარეშე დარჩა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა