თეგებით ძიება

რატომ დგანან პატარა კოშკურები ძველი, საბჭოთა სახლების სახურავებზე?

ოდესმე თუ გინახავთ ძველი, სტალინის დროინდელი სახლის სახურავზე პატარა კოშკურა? იცით რატომ დგას ის იქ?  

პატარა სახლების ისტორია 1918 წელს იწყება. ყველაფერი ერთ შემთხვევას უკავშირდება, რომელიც პეტროგრადში მოხდა. საბჭოთა მებრძოლმა ნაღმტყორცნიდან გერმანულ თვითმფრინავს ესროლა, მაგრამ ჭურვი იმის ნაცვლად, რომ ჰაერში აფეთქებულიყო, სანაპიროზე დაეცა და შენობები დააზიანა.

ამის შემდეგ გადაწყდა, რომ საჰაერო თავდაცვა უნდა გაძლიერებულიყო და სახურავებზე  სპეციალური კოშკურების აგება დაიწყეს.

Сохранившаяся в Питере смотровая башня / Источник: ammo1.livejournal.com

ნახეთ რა ფუნქცია ჰქონდა ამ პატარა ნაგებობებს:

1. მტრის თვითმფრინავებზე დააკვირვება. 

2. აალებადი ბომბის ჩამოვარდნის ადგილის დადგენა და სამაშველო ჯგუფების გაგზავნა ცეცხლის ჩასაქრობად. 

3. სიტუაციის კონტროლი — თუ სადმე დივერსია ხდებოდა, მორიგეები ცენტრს ატყობინებდნენ, მანამდე კი ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მიდიოდა.

1930-იან წლებში, ომის დაწყებამდე ასეთი პატარა სახლების მშენებლობამ მასობრივი ხასიათი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ ამ კოშკურებში ძირითადად გოგონები მორიგეობდნენ. ისინი ცეცხლის ჩაქრობაშიც მონაწილეობდნენ და დაშავებულებს პირველ დახმარებას უწევდნენ.

კიდევ რისთვის აშენებდნენ სახურავებზე პატარა სახლებს?

Еще один домик на крыше - на этот раз для обслуживания лифта / Источник: vk.com (Современная типовая архитектура)

რკინიგზის სადგურის, ქარხნების და ზოგი კერძო სახლის სახურავზე პატარა ნაგებობა იდგა — ეს იყო წყლის შესანახი კოშკურა. მისი დანიშნულება იყო წყლის წნევის მოწესრიგება და წყლის მარაგის შენახვა.

რაც შეეხება მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე აგებულ კოშკურებს, აქ დამონტაჟებული იყო მოწყობილობა, რომელიც ლიფტის მუშაობას უზრუნველყოფდა და კაბინის ამოწევას ამარტივებდა. 

აღსანიშნავია, რომ ლიფტის პატარა კოშკურები ბევრგან დღემდე შენდება.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა