თეგებით ძიება

როუზჰილ კოტეჯი - ზღაპრული სახლი, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა

კოტეჯი ნენსი მეიერის 2006 წელს გადაღებული ფილმი„შვებულება“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საშობაო ფილმია, ქეით უინსლეტის, კამერონ დიაზისა და ჯუდ ლოუს მონაწილეობით.

ალბათ, ფილმიდან აირისის მყუდრო, პატარა სახლი ყველას გვახსოვს, სადაც კამერონ დიასის გმირი შვებულებას ატარებს, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ეს სახლი რეალურად არ არსებობს და დეკორაციაა, თუმცა ის ინგლისში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გოდალმინგის საგრაფოში მდებარე სოფლის სახლის - როუზჰილ კოტეჯი მიხედვით ააწყვეს.

კოტეჯი

სამწუხაროდ, როუზჰილ კოტეჯი ლონდონიდან ოთხი საათის მანძილზე იყო დაშორებული, რაც ფილმის გადაღებას ხარჯებს კიდევ უფრო ზრდიდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯუდ ლოუმ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.

"ეს კოტეჯი არ არსებობს. რეჟისორი ნენსი მეიერსი ნამდვილი პერფექციონისტია. მან მანქანით უამრავი ადგილი მოიარა, მაგრამ იდეალური კოტეჯი ვერსად იპოვა. ამიტომ, უბრალოდ, იქირავა მინდორი, დახატა დიზაინი და მშენებლებს პატარა შენობა ააშენებინა." - თქვა ჯუდ ლოუმ.

ცნობისთვის, სახლი, რომელიც რეჟისორმა შთაგონებისთვის გამოიყენა, არსებობს და ის 2018 წელს 650 000 დოლარად გაიყიდა.

კოტეჯი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა