თეგებით ძიება
11. 04. 2025 სახლი

ჰუნდერტვასერჰაუსი - სახლი, სადაც სწორ ხაზებს ვერ შეხვდებით და იატაკიც კი უსწორმასწოროა

ჰუნდერტვასერჰაუსი  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია ვენაში, ავსტრიაში, რომელიც ავსტრიელი ხელოვანის ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერის პროექტის მიხედვით შეიქმნა. ეს სახლი ვენის ყველაზე უჩვეულო ღირსშესანიშნაობაა.

ეს სახლი 1986 წელს აშენდა და ადგილობრივი მმართველობის შეკვეთით შეიქმნა.  არქიტექტორი, ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერი,  ორიგინალური, სკანდალური და არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 70-იანებში მოიპოვა პოპულარობა. ჰუნტერტვასერს შენობის პროექტისთვის გასამრჯელო არ აუღია, განაცხადა რა, რომ ამ შენობის ჩადგმით მან ეს ადგილი რაიმე სიმახინჯისგან გადაარჩინა.

სახლში სწორ ხაზებს ვერ შეხვდებით, აქ იატაკიც კი უსწორმასწოროა, ისევე როგორც კიბის უჯრედები. არქიტექტორის ჩანაფიქრით, ეს კიბეები და იატაკები კი არა, მთის და ტყის ბილიკებია. ბინებში ვერ ნახავთ კუთხეებს  - ყველა მათგანი მომრგვალებულია, ხოლო ჰორიზონტალურ ზედაპირებზე მცენარეებია დარგული. კედლებზე მშენებლების ხელის ანაბეჭდებსაც ნახავთ - მათ ეს არქიტექტორის შეთავაზებით და ინიციატივით გააკეთეს.  

შენობაში 52 ბინა, ოთხი ოფისი, 16 კერძო და 3 კომუნალური ტერასა, 250 ხე და ბუჩქია. მაცხოვრებლების რაოდენობა 200-მდეა. ბინების ფართობი 30- დან 150 კვადრატულ მეტრამდეა. აქვეა სამედიცინო კაბინეტი, ავტოსადგომი, ზამთრის ბაღი, ორი სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, 16 კერძო და სამი საერთო ტერასა. სახლი  შემდეგ მისამართზე მდებარეობს: მდებარეობს მესამე ბეცირკე, კეგელგასეს 34-38(48°12′26″N, 16°23′39″E). ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერი სოცარი ადამიანი იყო. არქიტექტორი, მხატვარი, ბუნების აქტიური დამცველი. სააკუთარ იდეალებს და შეხედულებებს ძალიან აქტიურად და თვალსაჩინოდ გამოხატავდა - შენობების სახით. მისი პროექტების მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უამრავი სახლი, საბავშვო ბაღი, საგამოფენო დარბაზი და საზოგადოებრივი ტუალეტიც კია აშენებული - ხელოვანი თვლიდა, რომ ადამიანებს საპირფარეშოშიც ესაჭიროებათ ჰარმონია. მის ნამუშევრებში გავრცელებულ თემათა შორისაა სწორი ხაზის უარყოფა, მკვეთრი ფერები, ორგანული ფორმები, ადამიანთა დაახლოება ბუნებასთან და მკაცრი ინდივიდუალიზმი. ჰუნდერტვასერი თვლიდა, რომ ერთნაირ, მართკუთხა კორპუსებში ცხოვრება არ შეიძლება - რომ აქ ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ. ყველა მაცხოვრებელს აქვს უფლება, თავად შეცვალოს საცხოვრებელი გარემო და გაამრავალფეროვნოს ის.  

არქიტექტორმა დამსხვრეული კერამიკული ფილების გამოყენებთ მოზაიკები შექმნა, რომელიც ერთფეროვან ზედაპირებს მრავალფეროვან პეიზაჟებად და ნახატებად აქცევს.  კედლებზე ნიშებია გაკეთებული - სპეცილურად მცენარეებისთვის. ის თვლიდა, რომ შენობაში ბუნებისთვის ადგილის გამოყოფა მცირე, მაგრამ მაინც კომპენსაციაა იმ ზიანის, რომელსაც ბუნებას ვაყენებთ, როცა შენობებს ვაშენებთ.  

მსგავსი შენობები აშენებულა და დღესაც შენდება სხვა ადგილებში. 1992 წელს ჰუნდერვასერის სახლი აიგო პლოხინგენში, 1999 წელს დარმშტადტში, ხოლო 2004 წელს კიდევ ერთი ჰუნდერტვასერის სახლის მშენებლობა დაიწყო მაგდებურგში.

hundertwasser-001

hundertwasser-004


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა