ფორაქიშვილის დარბაზი – სახლი, რომელიც თბილისს მე-17 საუკუნიდან შემორჩა
"ფორაქიშვილის დარბაზი" მე-17 საუკუნის ერთადერთი საცხოვრებელი სახლია, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა. იგი მეტეხში, სასტუმრო "კოპალას" ეზოში მდებარეობს.
1904 წელს დარბაზმა მთლიანად იცვალა სახე, მაგრამ გერმანელი მხატვრის კარლ ცაარის ძველი ჩანახატიდან ჩანს, რომ 12-წახნაგოვანი გვირგვინი, ორი მაღალი დედაბოძი, კედლის განჯინები და თახჩები ჰქონდა. გლეხური დარბაზისაგან განსხვავებით, აქ კერა არ არის.
დარბაზი 2000 წელს აღადგინა ბიზნესმენმა თორნიკე კოპალეიშვილმა და დღეს ფუნქციონირებს, როგორც სახლ-მუზეუმი. ტურისტსა თუ ნებისმიერ მსურველს, შეუძლია მისი დათვალიერება, რასაც სასტუმროს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
ფორაქიშვილის დარბაზის გარდა, ავლაბარში სხვა მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, რომელიც მის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს. აქ ნახავთ მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს და დარეჯან დედოფლის სასახლეს („საჩინო“), რომლებიც უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლებს წარმოადგენს. უბანში მრავალი სხვა ეკლესია, სახელოსნო და სავაჭრო ობიექტიცაა, რაც მის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარების დონეს განაპირობებდა.
დღეს ავლაბარი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს და ცნობილ უბნად ითვლება. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.