თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - ნახეთ სტატისტიკა
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა. „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის თანახმად, თებერვალში დედაქალაქში 3 290 ბინა გაიყიდა, ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში გაყიდული იყო 3 444 საცხოვრებელი ბინა.
2025 წლის საანგარიშო პერიოდში ბინის საშუალო ფასი უბნების მიხედვით ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ყველაზე დაბალი კი ვაშლიჯვარში.
თებერვალში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი დედაქალაქის უბნებში ასე გამოიყურებოდა:
- მთაწმინდა - 2 900 დოლარი;
- ვაკე - 2 525 დოლარი;
- ჩუღურეთი - 1 758 დოლარი;
- საბურთალო - 1 579 დოლარი;
- კრწანისი - 1 430 დოლარი;
- ისანი - 1 372 დოლარი;
- დიდუბე - 1 423 დოლარი;
- ნაძალადევი - 1 155 დოლარი;
- გლდანი - 1 031 დოლარი;
- სამგორი - 1 073 დოლარი;
- დიდი დიღომი - 1 041 დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 1 007 დოლარი.