როგორ შევქმნათ მყუდრო და ელეგანტური ინტერიერი მუქ ფერებში?
მუქი ფერები ინტერიერში სიშავეს ან სიბნელეს არ ნიშნავს — სწორად შერჩეული ტონები ინტერიერს სიღრმეს, სიმყუდროვეს და განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. მუქი ინტერიერი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ფერების სიმრავლითა და ვიზუალური ხმაურით დაიღალა.
თუ სკანდინავიური სტილის მოყვარული ხართ, ეს ინტერიერში ღია ფერების გამოყენებას გულისხმობს და ამ ძირითადი პრინციპიდან გადახვევა მთელ კონცეფციას ამახინჯებს. აქედან გამომდინარე, უნდა გესმოდეთ, რომ მუქი ინტერიერი სტილის არჩევანს ოდნავ ზღუდავს.
და მაინც, როგორ შევქმნათ მუქი ფერებით დახვეწილი და მყუდრო სახლის ინტერიერი, ისე რომ სივრცე ჩაბნელებული ან დამძიმებული არ ჩანდეს?
. აირჩიე სწორად მუქი ფერის ტონი
მუქი არ ნიშნავს მხოლოდ შავს — არსებობს მუქი ლურჯი, ღვინისფერი, მუქი მწვანე, მუქი ნაცრისფერი და კაკაოსფერი ტონები, რომლებიც სხვადასხვანაირ განწყობას ქმნიან. მაგალითად:
• მუქი ლურჯი – ელეგანტური და დამამშვიდებელი.
• მუქი მწვანე – ბუნებრივი, მშვიდი სტილი.
• ღვინისფერი ან მუქი მეწამული
2. გამოიყენე კონტრასტები რომ მუქ ფერებში ოთახი ჩაბნელებული არ ჩანდეს:
• დადგით ღია ფერის ავეჯი ან დეკორაციები (თეთრი, კრემისფერი, ღია ხის დეტალები).
• თეთრი ჭერი ან ღია ფერის იატაკი გჭირდებათ.
3. გაანათე სივრცე ჭკვიანურად - მუქ კედლებს ბევრი შუქი სჭირდება:
• ფენებად განათება: ჭერი, კედელი და მაგიდის ნათურები ერთად.
• გამოიყენე თბილი ტონალობის ნათურები.
• დაამატე სარკეები — ისინი განათებას არეკლავენ და ოთახს ვიზუალურად გაადიდებენ.
4. მოკრძალებული დეკორი
მუქი ფონზე თუნდაც მცირე დეტალი ძალიან შესამჩნევია:
• არ გადატვირთო კედლები — ერთი დიდი ნახატი ან ფოტო სჯობს ბევრ პატარა დეტალს.
• მუქი კედლების ფონზე მცენარეები ძალიან ლამაზად მოჩანს.