თეგებით ძიება

როგორ გავაფორმოთ სახლის ინტერიერი სააღდგომოდ

აღდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით. სააღდგომო თემატიკით გაფორმებული ინტერიერი და სუფრა ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის და ყველას სადღესასწაულოდ განაწყობს, ამიტომ ადამიანები ხშირად ერთობლივად ქმნიან ფერად დეკორაციებს და დადებით ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც თქვენს სახლს სააღდგომო სიხალისეს შემატებს:

 

გაზაფხულის ფერები:

 

 

სახლის გაფორმებისას გამოიყენეთ ღია ვარდისფერი, მუქი ყვითელი, მწვანე და ცისფერი დეტალები – ბალიშების საფარებზე, მაგიდის გადასაფარებელზე ან დეკორატიულ ნივთებზე.

 

სააღდგომო თემა სუფრაზე:

 

მაგიდის ცენტრში დადგით ლამაზი თაიგული ტიტებით, ნარცისებით ან გვირილებით.

მაგიდაზე ან თაროებზე განათავსეთ კერამიკული ან ხის კურდღლები და მოხატული კვერცხები – შეგიძლიათ თავად შეღებოთ ან დეკორატიული კვერცხები გამოიყენოთ.

 

Пасхальные украшения 2023: лучшие идеи. Цветочное оформление.  Вдохновитесь!: Идеи и вдохновение в журнале Ярмарки Мастеров

ბუნებრივი დეტალები:

 

ინტერიერს დაამშვენებს ბუდეების ფომრის კომპოზიციები ჩალისგან ან ტოტებისგან, შიგნით კვერცხებით ან პატარა ყვავილებით.

ხის ან მინის ვაზებში ჩადგმული ტოტები, რომელზეც პაწაწინა კვერცხებს ან კურდღლებს ჩამოკიდებთ.

 

სანთლები და განათება:

 

Как украсить дом к Пасхе

 

მაგიდაზე ან ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ კვერცხის ფორმის  სანთლები დაალაგოთ.

 

 

მისაღებ ოთახს მოუხდება:

 

 

დეკორატიული ბალიშები – გაზაფხულის ფერებში, კურდღლის, კვერცხის ან ყვავილების მოტივით.

 

დეკორატიული თეფშები ან კალათები ხელოვნური ან მოხატული კვერცხებით ყვავილებთან ერთად.

 

ტოტებისგან ან ყვავილებისგან გაკეთებული სააღდგომო გვირგვინი კარებისთვის ან კედელზე – შეგიძლიათ პატარა კვერცხები, კურდღლები, ბაჭიები  ან ბაფთები დაამატოთ.

 

Идеи Пасхального декора для дома - Ярмарка Декора

სასადილო ოთახს მოუხდება:

 

ცენტრალური კომპოზიცია მაგიდაზე – ლარნაკი ყვავილებით,  მოხატული კვერცხებით.

სუფრა პასტელურ ფერებში, კურდღლის ფორმის პირსახოცები ან დეკორატიული რგოლები.

 

პატარა ბუდეები – თეფშზე დადებული დეკორატიული ბუდე, შიგნით ფერადი კვერცხით – როგორც სიურპრიზი სტუმრებისთვის.

 

სამზარეულოს მოუხდება:

 

 Пасхальный декор своими руками | Декор и идеи

დეკორატიული მაგნიტები მაცივარზე – სააღდგომო თემატიკით.

 

პატარა ქოთნის ყვავილები ფანჯარაზე – გაზაფხულის განწყობისთვის.

 

ჩაის პირსახოცები – კურდღლის ან ყვავილების პრინტით.

 

დერეფანი ან შესასვლელი:

 

კარის გვირგვინი – როგორც სტუმრების შესახვედრი ელემენტი.

 

 Пасхальный декор "Яйца и зайчик", ассорти микс. – купить в Казани | «С  Нежностью»

 

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა