თეგებით ძიება

კანარის კუნძულებზე საცხოვრებლის გასაქირავებლად მეზობლების 60%-ის თანხმობა გახდა საჭირო

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ტურისტული ადგილზე, კანარის კუნძულებზე უძრავი ქონების მესაკუთრეებს მოკლევადიანი გაქირავებისთვის სამეზობლოს 60%-ის თანხმობა დასჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეზობლებს უფლება ეძლევათ, იჯარის შეწყვეტა მოითხოვონ.

ინფორმაციას Canarian Weekly ავრცელებს.

ახალი კანონი ტურისტებისთვის საცხოვრებლის გაქირავების შეზღუდვასა და ქვეყანაში საბინაო კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.

ეს არის დამატება ე.წ. ჰორიზონტალური საკუთრების შესახებ მოქმედ კანონზე (Horizontal Property Act), რომელიც ესპანეთის მცხოვრებლებისთვის უკანონო გაქირავებასთან ბრძოლის სამართლებრივ ბაზას უზრუნველყოფს.

თუმცა ახალი წესი გაქირავების უკვე მოქმედ ობიექტებზე არ ვრცელდება.

ამასთან, მთავრობა საგადასახადო წესების შემოღებას განიხილავს, რომელიც საცხოვრებლის იჯარას ეკონომიკურ საქმიანობად დააკვალიფიცირებს. კანონის მიღების შემთხვევაში მფლობელებს დღგ-ის (ესპანეთში: IVA-ს) გადახდა მოუწევთ.

ცნობისთვის: Time Out-ის პროგნოზით, 2040 წლისთვის ესპანეთი მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქვეყანა გახდება. მიმდინარე თვეს ესპანეთის 40 ქალაქში ჭარბი ტურიზმის წინააღმდეგ მოქალაქეებმა საპროტესტო დემონსტრაციები გამართეს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა