თეგებით ძიება
16. 04. 2025 ბიზნესი

საქართველოსა და მაროკოს სამეფოს შორის ფრენები დაიწყება

საქართველოსა და მაროკოს სამეფოს შორის ფრენები დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

კერძოდ, დოკუმენტში საუბარია „საქართველოს მთავრობასა და მაროკოს სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერაზე.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოს მთავრობასა და მაროკოს სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული მსახურებდი მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში მაროკოსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 893.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 172.8 ათასი აშშ დოლარი მარკოდან ქვეყანაში იმპორტზე, ხოლო 720.6 ათასი აშშ დოლარი საქართველოდან ექსპორტზე მოდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა