თეგებით ძიება

„გამჭვირვალე ხე“ და თვითაღმდგენი ბეტონი - ინოვაციური სამშენებლო მასალა მომავლის მშენებლობისთვის

ბოლო წლებში მეცნიერებმა ბევრი ინოვაციური სამშენებლო მასალა შექმნეს, რომლებიც მდგრადობას, ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურობას აერთიანებს. გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ მაგალითს:

1. გრაფენით გამდიდრებული ბეტონი 

ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კომპანია Nationwide Engineering-თან ერთად შექმნეს ბეტონი, რომელიც მაღალი სიმტკიცითა და გამძლეობით გამოირჩევა. ბეტონი შეიცავს გრაფენის ნანონაწილაკებს, რომლებიც მას მაღალი სიმტკიცეს ანიჭებს, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ცემენტი სჭირდება იგივე გამძლეობის მისაღწევად. ახალი მასალა ამცირებს ცემენტის მოხმარებას, რაც ხელს უწყობს CO₂-ის ემისიების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას. 

უპირატესობები:

30-50%-ით ნაკლები ცემენტის გამოყენება.

ამცირებს CO₂-ის გამოყოფას, რაც ბეტონის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური პრობლემაა.

სწრაფად შრება და უფრო ნაკლებად იბზარება.

გამოყენება:

საცდელად გამოიყენეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდ ბრიტანეთში, მათ შორის გზებზე და სახლის საძირკველის მშენებლობისას. 

2. თვითაღმდგენი ბეტონი

ბეტონი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამშენებლო მასალაა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბეტონის კონსტრუქციებს  ბზარი კვლავ უჩნდება  და გამოუსადეგარი ხდება. ნიდერლანდებში, დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ამ პრობლემის გადაჭრა და მოგვარება მოახერხეს. მათ შექმნეს ბიო-ბეტონი, რომელიც აღდგენით პროცესს დამოუკიდებლად იწყებს. სპეციალური ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად ბზარები ქრება. ინოვაციური თვითაღმდგენი ბეტონის დამზადების პროცედურა პრაქტიკულად სტანდარტულისგან არაფრით განსხვავდება, მხოლოდ კაფსულის ფორმის ინგრედიენტი ემატება ბაქტერიების სპორებს და  შეზავების შედეგად ტუტე გარემოში ბაქტერიების გამრავლება ხერხდება. 

 მკვლევარებმა პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყეს. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ბეტონის სახლებიც „ისწავლიან“ ბზარებისაგან დამოუკიდებლად თავის დაღწევას.

სარგებელი:

ბეტონის გაძლიერება მის დაზიანების შემდეგ.

არ საჭიროებს ხშირ შეკეთებას.

ზრდის შენობების სიცოცხლის ხანგრძლივობას.

გამოყენების სფეროები:

ხიდები, გვირაბები, წყალსაცავები — ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, სადაც წყალი და ბზარების რისკი ერთად არსებობს.

3. მცენარეული ბლოკები (Mycoblocks)

ნამიბიაში, სოკოების ნარჩენებისგან მზადდება სამშენებლო ბლოკები, რომლებიც ტრადიციული მასალების ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ალტერნატივაა. ბლოკები ნახშირბადის ემისიებს ამცირებს და გარემოს დაცვას ხელს უწყობს. 

ძირითადი მახასიათებლები:

100%-ით ბიოდეგრადირებადი.

ებრძვის ობს და ტენიანობას.

აქვს თბოიზოლაციის კარგი თვისებები.

ცეცხლგამძლეა.

ის შეიძლება იყოს აგურის ეკოლოგიური ალტერნატივა. შესანიშნავია ეკო-სახლებისთვის და ადგილობრივ წარმოებაში ადვილად დასამზადებელია.

4. გამჭვირვალე ხე

მეცნიერებმა "გამჭვირვალე ხე" შექმნეს — ბიოდეგრადირებადი, განახლებადი მასალა, რომელიც შუშისა და პლასტმასის ერთგვარი ალტერნატივაა. ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი გამჭვირვალე ხე მტკიცე სტრუქტურასა და სინათლის გამტარობას აერთიანებს. ეს მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას ფანჯრების ნაცვლად, რაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას და აუმჯობესებს შენობების თერმულ იზოლაციას. 

მეცნიერების აზრით, "გამჭვირვალე ხეს“, როგორც მასალას, შეუძლია ნავთობისგან მიღებული გარემოსათვის საზიანო პლასტმასები ჩაანაცვლოს, როგორებიცაა პოლიპროპილენი, პოლივინილქლორიდი (PVC), აკრილი, პოლიეთილენი და სხვა..

სარგებელი:

სინათლე ბუნებრივად აღწევს შენობაში, რის შედეგადაც მცირდება განათების საჭიროება.

არის მტკიცე და მსუბუქი, თერმული იზოლაციის კარგი უნარით.

მინისა და პლასტმასის ეკოლოგიური ალტერნატივაა.

პოტენციური გამოყენება:

ფანჯრები, ფარების შუშები, ჭერის პანელები და ენერგოეფექტური შენობები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა