თეგებით ძიება

ხალიჩა ოთახის ინტერიერში - დადებითი და უარყოფითი მხარეები

ხალიჩა ინტერიერის  დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ბინაში სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის, თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ადამიანი ამბობს უარს ხალიჩის გამოყენებაზე. მოდი, ერთად განვიხილოთ ასეთი გადაწყვეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები და გავარკვიოთ, შეესაბამება თუ არა ხალიჩა თანამედროვე ინტერიერს.

ხალიჩის დადებითი მხარეები:

ხალიჩა ოთახს განსაკუთრებულ სითბოს და მყუდროებას ანიჭებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცივ სეზონზე, რადგან კერამიკული იატაკისგანნ განსხვავებით სითბოს ინარჩუნებს და იატაკზე სიარულს ბევრად კომფორტულს ხდის.

სწორად შერჩეული ხალიჩა ინტერიერის დიზაინს ელეგანტურობას და ორიგინალურობას სძენს. ამას გარდა, ხალიჩა ინტერიერში  ისეთ ვიზუალურ დეფექტებს ფარავს, როგორიც არის ნაკაწრები, ლაქები, ჩაღრმავებები და ა.შ.

ხალიჩა ამცირებს ხმაურის გავრცელებას. თუ სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, ხალიჩა შეამცირებს ფეხის ხმას, რაც უფრო მშვიდ გარემოს შექმნის.  

ხალიჩა ადამიანს დაცემის დროს დაზიანებისგან იცავს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის.

ხალიჩით შეიძლება სივრცის ვიზუალური დაყოფა – მაგალითად, მისაღებში შეიძლება დასასვენებელი ზონა გამოირჩეს.

უარყოფითი მხარეები:

ხალიჩა მარტივად იკრავს მტვერს, ბეწვებსა და ალერგენებს. სჭირდება მტვერსასრუტით რეგულარული წმენდა და ზოგჯერ – ღრმა ქიმიური წმენდაც.

თუ ცუდად იწმინდება, ალერგიულ ადამიანებში ხალიჩა შესაძლოა დისკომფორტის წყარო გახდეს.   

დიზაინთან შეუსაბამო ხალიჩამ შეიძლება ინტერიერის საერთო სტილი დაარღვიოს და სივრცე გადატვირთოს.

როგორ შევარჩიოთ ხალიჩა ინტერიერის სტილის მიხედვით:

1. მინიმალისტური სტილი

ერთი ფერის, სადა ხალიჩა ნეტრალური ტონალობით (რუხი,ნაცრისფერი, თეთრი ან ღია ყავისფერი)

Ковры в интерьере: для чего они нужны и как их подобрать по  характеристикам, к стилю интерьера и разным комнатам

 2. ბოჰოს სტილი 

აღმოსავლური ორნამენტები, ბუნებრივი ფერები და ამ ყველაფრის თამამი შეხამება “ბოჰოს” განუმეორებელი სტილია.

თამამად გამოიყენეთ ფერადი, ორნამენტებით მდიდარი ხალიჩები, რომლებსაც ბუნებრივი მასალები (ბამბა, მატყლი) და ეთნიკური მოტივები ძალიან მოუხდება.

Марокканский Племенной винтажный ковер в стиле бохо для гостиной, домашний  декор, нескользящий диван, кофейный столик, ковры для спальни | AliExpress

 3. კლასიკური სტილი

კლასიკურ ინტერიერს ტრადიციური, მდიდრული ხალიჩები უხდება როგორც აღმოსავლური, ისე ევროპული ორნამენტებით.

Ковер в классическом стиле в гостиную

4. სკანდინავიური სტილი

ღია ფერის, ბუნებრივი მასალის ხალიჩები გეომეტრიული ან  ხაზოვანი დიზაინით სივრცეს ნათელ ფერებში წარმოაჩენს.

Купить Ковер в скандинавском стиле Oslo темно серый, ручная работа в Киеве  от компании "Гранд Базар в Киеве" - 1644925734

5. ლოფტის სტილი

“Loft” ინტერიერის დიზაინში თანამედროვე ურბანულ სტილს ნიშნავს, სიტყვასიტყვით კი ქარხნის ზედა სართულს, მანსარდას აღნიშნავს. ამ სტილისთვის იდეალური იქნება დიდი ზომის, მუქი ტონალობის მქონე ხალიჩა.

Купить ковры лофт в Москве в интернет-магазине ANSY Carpet Company


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა