"400 დოლარი ძვირი გეგონა? ახლა 900-ზე ოცნებობ!" - გამოიყენე ბოლო შანსი!"
საქართველოში უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ათწლეულში უპრეცედენტო ზრდა განიცადა.
თუ 2015-2018 წლებში თბილისში ბინის საშუალო ფასი 400-500 დოლარს შეადგენდა კვადრატულზე, 2020-2022 წლებში ეს მაჩვენებელი 700-800 დოლარამდე გაიზარდა. 2025 წელს კი უკვე ფიქსირდება, რომ ახალი ბინების ფასი სტაბილურად 900-950 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მაღალ ნიშნულსაც აღწევს.
ბაზრის ყველა მაჩვენებელი გვანიშნებს ერთ რამეზე – ფასები არ დაიწევს. პირიქით, კიდევ უფრო გაიზრდება!
2026-2027 წლებში ექსპერტების პროგნოზით, თბილისში ბინის კვადრატული მეტრის ფასი 1200 დოლარს გადააჭარბებს.
რატომ?
- მუშახელის ანაზღაურების ზრდა – სამშენებლო სექტორში ხელფასები იზრდება. რაც ნიშნავს, რომ მშენებლობა ძვირდება და შესაბამისად, ბინაც.
- მოთხოვნის ზრდა – თბილისი ყოველდღიურად იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მყიდველებს.
- სექტორზე რეგულაციების გამკაცრება – ახალ ნებართვებზე მოთხოვნები მკაცრდება, რაც მშენებლობას აძვირებს და ანელებს.
- ქალაქის განახლების პროცესები – ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი უბნების გაძლიერება ავტომატურად ზრდის უძრავი ქონების ღირებულებას.
თითქმის 60%-ს იმ ადამიანების, ვინც წარსულში ელოდებოდა ფასის კლებას (400-500 დოლარზე რომ ამბობდნენ ძვირიაო) – დღემდე არ აქვს საკუთარი ბინა.
ისინი ახლა კიდევ უფრო რთულ რეალობას აწყდებიან – სესხის გაძვირებული პირობები, უფრო მაღალი ფასები და შემცირებული არჩევანი.
2025 წელი ის პერიოდია, როცა ბინების ყიდვა კიდევ შესაძლებელია შედარებით ხელმისაწვდომ ფასად.
900-950 დოლარად ბინის შეძენა დღეს ნიშნავს:
- 2026-2027 წლებში შენს ბინას მინიმუმ 25-30%-ით მეტი ფასი ექნება;
- ქირის ზრდასთან ერთად, შენი ბინა პასიურ შემოსავლის წყაროდ იქცევა;
- საკუთრების ფლობა დაგიცავს ინფლაციისგან და ფინანსურ რყევებისგან.
დღეს ბინა მხოლოდ საცხოვრებელი ფართი აღარ არის — ეს არის ფინანსური უსაფრთხოების გარანტი.
✅ თბილისში უძრავი ქონების ფასი აღარ დაიწევს – უნდა შევეგუოთ და გამოვიყენოთ შანსი.
✅ ვინც დღეს ყიდულობს – ხვალ გამარჯვებულია.
