როცა სამსახური შენი ნაწილია - მსოფლიოში პირველი პროთეზი, რომელსაც ტატუს შექმნა შეუძლია
ფრანგი ტატუ-ოსტატისთვის ფრაზა „სამუშაო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“ მხოლოდ სიტყვები არ არის. მას მარჯვენა ხელის ნაცვლად უნიკალური პროთეზი აქვს, რომელიც ტატუს აპარატის ფუნქციას ასრულებს — ამგვარად, მუშაობის დროს ოსტატი თავის საქმესთან ერთიანდება. ეს უჩვეულო ხელის პროთეზი სპეციალურად ტატუოსტატისთვის შეიქმნა.
ფრანგმა დიზაინერმა JL გონზალმა ეს შედევრი ლიონელი ტატუს ოსტატის JC შეითან ტენეტისთვის დაამზადა. გონზალის თქმით, პროთეზის შესაქმნელად საბეჭდი მანქანის ნაწილები, მანომეტრი და სხვადასხვა მილები გააერთიანა, რომ მოწყობილობა არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ლამაზიც ყოფილიყო.
ტატუს ოსტატისთვის ამ მოწყობილობის გამოყენება სირთულეს არ წარმოადგენს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შეითანმა თავისი ახალ პროთეზი ადამიანისთვი შექმნა, შესაბამისად, ეს როგორც დიზაინერისთვის, ასევე ტატუს ოსტატისა და მისი კლიენტისთვის ისტორიული მომენტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პროთეზის დიზაინი შთამბეჭდავია, ის სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა - პროთეზში ჩანაცვლებადი კარტრიჯები და ნემსები გამოიყენება, თუმცა გაწმენდისა და სტერილიზაციის პროცესი ჯერ კიდევ ძალიან შრომატევადია, რის გამოც მისი ყოველდღიური გამოყენება ჯერჯერობით შეუძლებელია.