ლიმონი 90%-ით, კომბოსტო 61%-ით, ბადრიჯანი 52%-ით - რა გაძვირდა ყველაზე მეტად?
ლიმონი, კომბოსტო, ზეთი - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2025 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელთა ფასმა გასულ თვეს ყველაზე მეტად მოიმატა:
ლიმონი - 89.68%
კომბოსტო - 60.58%
ბადრიჯანი - 51.53%
კიტრი - 43.78%
კივი - 34.86%
ფორთოხალი - 26.15%
მზესუმზირის ზეთი - 23.43%
მანდარინი - 23.15%
კაკაო - 22.28%
ნაყინი - 21.99%
ცნობისათვის, 2025 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) გადააჭარბა და 3.4% შეადგინა. რაც შეეხება თვიურ ჭრილს, საქსტატის მონაცემებით, აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.