თეგებით ძიება

რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით - სავალუტო ფონდის ბოლო რეიტინგი

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2024 წელს 28,258 დოლარს შეადგენდა, რითიც ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეიტინგში 191 ქვეყანას შორის 73-ე ადგილზეა.

ამის შესახებ ფონდის World Economic Outlook-ში წერია, სახელწოდებით, “კრიტიკული მომენტი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე” (A Critical Juncture amid Policy Shifts).

PPP-შემოსავლით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს და, როგორც წესი, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია, სადაც ფასები მაღალშემოსავლიან ქვეყნებზე დაბალია. მაგალითად, სსფ-ის კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 დოლარს, აშშ-ში დახარჯულთან შედარებით, 3-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს.

შედარებისთვის: თუ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით საშუალო წლიური შემოსავალი 28,258 დოლარია, ნომინალური მნიშვნელობით ეს ოდენობა გაცილებით დაბალია და 9.142 დოლარს შეადგენს.

2023 წელს საქართველო რეიტინგში ანალოგიურად 77-ე ადგილზე იყო, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური PPP-შემოსავალი ოდნავ ნაკლებს, 24,932 დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის პროგნოზში სსფ საქართველოში ერთ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის შემოსავალს 30,750 დოლარამდე ზრდის.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა