თეგებით ძიება

მსოფლიოს 10 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს

კომპანია Henley & Partners-მა New World Wealth-თან თანამშრომლობით მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების ყოველწლიური ანგარიშის მეოთხე რეიტინგი გამოაქვეყნა.

იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ 292 300 მილიონერით მესამე ადგილზე გაიმყარა პოზიცია, ხოლო მეოთხე ადგილზე სინგაპურია - 242 400 მილიონერით.

წარმოგიდგენთ 10 ქალაქს, სადაც 2025 წლის მდგომარეობით ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს:

აშშ, ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში 384 500 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც 1 მლნ დოლარზე მეტს ფლობენ. ქალაქს ჰყავს 818 ადამიანი, რომლებიც 100 მლნ დოლარზე მეტს ფლობენ და 66 მოქალაქე, რომელთა ქონება ერთ მილიარდ დოლარზე მეტია.

საერთო ჯამში ნიუ-იორკში 2014 წლიდან 2024 წლამდე მილიონერების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა.

აშშ - სან-ფრანცისკო

რეიტინგის მიხედვით, სან ფრანცისკოში 342 400 ადამიანია, რომელთა ქონება 1 მლნ დოლარზე მეტია. 756-ს აქვს 100 მლნ დოლარზე მეტი, ხოლო 82-ს ერთ მლრდ დოლარზე მეტი.

2014–2024 წლებში მილიონერთა რაოდენობა 98%-ით არის გაზრდილი.

იაპონია - ტოკიო

ტოკიოში 292 300 მილიონერია, რომელთა ქონება 1 მილიონს აღემატება.

262 მოქალაქეს აქვს 100 მლნ-ზე მეტი, ხოლო 18 არის მილიარდერი (1 მლრდ დოლარზე მეტი).

2014- 2024 წლებში მილიონერთა რაოდენობა 4%-ით არის გაზრდილი.

სინგაპური

სინგაპურს 242 400 მოქალაქე ჰყავს, რომელთა ქონება 1 მლნ დოლარზე მეტია. 333 ადამიანი ფლობს 100 მლნ დოლარზე მეტს, ხოლო 30 ერთ მლრდ-ზე მეტს.

სინგაპურში 2014–2024 წლებში მილიონერთა რაოდენობა 62%-ით გაიზარდა.

აშშ, ლოს-ანჯელესი

ლოს-ანჯელესში 220 600 მოქალაქეს აქვს 1 მილიონი დოლარი ან მეტი.

516 მოქალაქე ფლობს 100 მლნ დოლარზე მეტს, 45 ადამიანის ქონება კი 1 მლრდ დოლარს აღემატება.

ლოს-ანჯელესში 2014 წლიდან 2024 წლამდე მილიონერების რაოდენობა 35%-ით არის გაზრდილი.

გაერთიანებული სამეფო, ლონდონი

215 700 ფლობს ერთ მლნ დოლარს. 352 100 მლნ დოლარს ან მეტს, ხოლო 33 მლრდ დოლარზე მეტს. ყველა სხვა ქალაქებთან შედარებით, აქ 2014 – 2024 წლებში მდიდარ მოქალაქეთა რაოდენობა -12%-ით შემცირდა.

საფრანგეთი, პარიზი

160 100 მოქალაქეს აქვს 1 მილიონი დოლარი ან მეტი. 277 ფლობს 100 მლნ დოლარს ან მეტს, ხოლო 22 1 მლრდ დოლარს ან მეტს. რეიტინგის მიხედვით, პარიზში 2014- 2024 წლებში 5%-ით გაიზარდა.

ჩინეთი, ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში 154 900 მილიონერი ცხოვრობს, რომელთა ქონება 1 მილიონი დოლარი ან მეტია.

ამასთან, 346 აქვს 100 მლნ დოლარი ან მეტი, ხოლო 40 ადამიანი ფლობს 1 მლრდ დოლარს ან მეტს.

ჰონგ-კონგში 2014 – 2024 წლებში მილიონერთა და მილიარდერთა რაოდენობა ჯამურად 3%-ით გაიზარდა.

ავსტრალია, სიდნეი

სიდნეის 152 900 მოქალაქეს აქვს 1 მლნ დოლარი ან მეტი.

224 ადამიანი ფლობს 100 მლნ დოლარს ან მეტს, ხოლო 22 ადამიანი 1 მლრდ დოლარს ან მეტს.

სიდნეიში 2014- 2024 წლებში მდიდარ მოქალაქეთა რაოდენობა 28%-ით გაიზარდა.

აშშ, ჩიკაგო

ჩიკაგოს მკვიდრთა 127 100 ადამიანს აქვს 1 მლნ დოლარის ან მეტი ოდენობის ქონება.

295 ფლობს 100 მლნ დოლარს ან მეტს, ხოლო 25 ერთ მლრდ დოლარს ან მეტს.

ჩიკაგოში მდიდარ მოქალაქეთა რაოდენობა 2014 – 2024 წლებში 24%-ით გაიზარდა.

ათეულის შემდეგ, რეიტინგში მოდის მილანი, პეკინი, ოსაკა, შანხაი, ტორონტო, მელბურნი, ჰიუსტონი, დუბაი და სხვა.

წყარო: humanresourcesonline.net


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა